საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა წარდგენა იწყება
20-06-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა განსაზღვრა.

 კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.

ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 21 ივნისიდან, 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
 
რეგისტრაციის ბმული გაიხსნება 21 ივნისს, 10:00 საათზე და დაიხურება 27 ივნისს, 00:00 საათზე.

რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება ექნებათ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 29 ივნისის 09:00 საათიდან 29 ივნისის 00:00 საათამდე.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:
პირადობის ან პასპორტის ასლი;
ფოტოსურათი 3X4;
სამოტივაციო წერილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203