ავტორიზაციის ტარიფის გადახედვა, კონტროლის მექანიზმების გამკაცრება... - 4 რეკომენდაცია აუდიტის სამსახურისგან
25-06-2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა ჯგუფმა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2018-2021 წლების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის“ აუდიტის ანგარიში განიხილა.

ანგარიშის თანახმად, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება ავტორიზაციის საფასურის განსაზღვრის ნაკლოვანებებს და კლინიკური სწავლების ხარისხს. აღნიშნულ მიგნებებზე ოთხი რეკომენდაციაა გაცემული.

რეკომენდაციების თანახმად ავტორიზაციის მომსახურებაზე სამართლიანი ტარიფების ჩამოყალიბების მიზნით, მომსახურების თვითღირებულების შემადგენელი ხარჯების ფაქტობრივი მოცულობების არსებითი ხასიათის ცვლილებებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს მოქმედი ტარიფების პერიოდული გადასინჯვა; ავტორიზაციის მინიჭებასთან, ასევე ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით უნდა გაიზარდოს არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას; უნდა შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო ექსპერტების შრომის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შრომის ანაზღაურების ოდენობაზე მოქმედი ფაქტორები სრულად იქნება გათვალისწინებული და სათანადოდ დასაბუთებული. მეოთხე რეკომენდაციის მიზანი კი, სასწავლი პრაქტიკის ხარისხის ამაღლებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203