ბაღის აღმზრდელები დამატებით ერთი თვის ხელფასს მიიღებენ - ვის ეხება გადაწყვეტილება
21-06-2023
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იმ ბაღების დირექტორებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში საზაფხულო ბაღების პროექტში არიან ჩართული.

გოგი ჩიქოვანი ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს საზაფხულო ბაღების პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა, ასევე განიხილეს მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელები უზრუნველყოფილი იყვნენ საინტერესო აქტივობებით, კვებით, მათ დახვდეთ შესაბამისი თავისუფალი, შემოქმედებითი ატმოსფერო, ასევე უსაფრთხო გარემო.

თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გეოგრაფიული პრინციპით შერჩეული 45 საბავშვო ბაღი სრული დატვირთვით იმუშავებს, სადაც მუნიციპალური ბაღებში რეგისტრირებული 2-დაბ 6-წლამდე ასაკის 17 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დამამთავრებელი ჯგუფების აღსაზრდელებსაც შეეძლებათ. პროექტის განხორციელებაში 3300-ზე მეტი საბავშვო ბაღის თანამშრომელი ჩაერთვება, რომლებიც ივლისის თვეში დამატებით ერთი თვის ანაზღაურებას მიიღებენ.

რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 20 ივნისს, დაიწყო. ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203