აფენის N2 საჯარო სკოლა მსოფლიო რბენას შეურთდა
07-05-2018
აფენის N2 საჯარო სკოლა მსოფლიო რბენას შეურთდა. მოსწავლეები აქტივობაში ენთუზიაზმით ჩაერთნენ. 

მსოფლიო რბენა (Wings for Life World Run) -  ეს არის გლობალური საქველმოქმედო ღონისძიება უნიკალურად მხიარული ფორმატით.ყოველი წლის ერთ დღეს Wings for Life World Run სტარტს იღებს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილას. ყველა იწყებს ერთდროულად, დილის 11 საათზე (საათობრივი სარტყლის შესაბამისად).

მიუხედავად იმისა, წვიმს თუ დარია, დღეა თუ ღამეა, მთელი მსოფლიო დარბის და  ერთმანეთს საოცარ გამოცდილებას უზიარებს.

აფენის N2 სკოლის დირექციის ცნობით, მსგავს აქტივობებში მონაწილეობა ხელს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203