კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 21 ივნისს 10:00; 27 ივნისის 00:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაციის ინსტრუაცია დეტალურად
ვინ გაიარა დირექტორობის სერტიფიცირება წარმატებით - სია
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:
პირადობის ან პასპორტის ასლი;
ფოტოსურათი 3X4;
სამოტივაციო წერილი.
რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება ექნებათ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.