მასწავლებლებს სტატუსი 1-ელ სექტემბრამდე აუმაღლდებათ - ახალ დეტალებს სამინისტრო აქვეყნებს
21-06-2023
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს, რომლებმაც პორტფოლიოები წარადგინეს სტატუსი მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე მიენიჭებათ.
უწყების განმარტებით: სამინისტრო ახორციელებს მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების პროცესს, რომელიც ზაფხულში დასრულდება. შეფასების შედეგების საფუძველზე მასწავლებლებს შესაბამისი (წამყვანის ან მენტორის) სტატუსი 2023 წლის 1 სექტემბრამდე მიენიჭებათ.