არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ შიდა დაკვირვების გაკვეთილები აქტიურად ტარდება
07-05-2018
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ შიდა დაკვირვების გაკვეთილები აქტიურად ტარდება. 

გეოგრაფიის მასწავლებელმა ირინე ცაავამ მე–7 და მე–8 კლასებში შიდა დაკვირვების გაკვეთილები ჩაატარა. 

მე–8 კლასში ასევე შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა ბიოლოგიაში. გაკვეთილს პედაგოგი ცირა ბერეკაშვილი იოსელიანი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო მიტოზი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილები სახალისო და შემეცნებითად დატვირთული იყო, მოზარდები სწავლის პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

„მსგავსი ტიპის გაკვეთილები სწავლის პროცესის გაუმჯობესებას და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული1, ბმული2, ბმული3.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203