სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოების გრიფირება და მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემა - სამინისტრო კვლევებს იწყებს
22-06-2023

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სატელევიზიო ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რა მიმართულებით აპირებს ცვლილებებს განათლების სისტემაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კვლევები, რომლებიც შეეხება სასწავლო გეგმას, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს და ასევე მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემას.

შემოდგომით კი შედეგების პრეზენტაცია მოხდება: „კვლევა დაწყებული გვაქვს რამდენიმე მიმართულებით... განათლების სამინისტროსთან შექმნილი სსიპ კვლევების ცენტრის დანიშნულებაა, იკვლიოს, როგორც სასწავლო გეგმა, ასევე სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა... ამ საკითხებზე კვლევები იწყება, რომლებიც 2-3 თვეში დასრულდება. ვმუშაობთ, როგორ შეიძლება, ეს საკითხები დავხვეწოთ და პრეზენტირებას სექტემბერ-ოქტომბრისთვის ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203