რატომ უნდა შექმნას მასწავლებლემა მოსწავლის პორტფოლიო - სამინისტროს განმარტება
23-06-2023

2022-2023 სასწავლო წელი დასრულდა და სანამ საბოლოო ნიშნები აისახება, პედაგოგების ნაწილმა მოსწავლეების პორტფოლიოებიც მოაწესრიგა. მართალია ახალი ეროვნული სასწავკლო გეგმის მიხედვით მოსწავლის პორტფოლიოს შედგენას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, თუმცა მისი საჭიროება ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევში დეტალურადაა განმარტებული;

რატომ არის სასურველი მოსწავლის პორტფოლიოს წარმოება? – etaloni.ge სამინისტროს პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი საშუალო საფეხურის დანერგვა გულისხმობს ცვლილებებს როგორც სკოლის გამოსაშვებ, ისე უმაღლესში მისაღებ სისტემაში. როგორი შეიძლება იყოს ახალი საგამოცდო სისტემა, ამ ეტაპზე დისკუსიის საგანია. თუმცა, ფაქტია, რომ საჭიროა სკოლის როლის გაძლიერება და მოსწავლეთა ყოველწლიური მიღწევების ამსახველი მასალების მეტად გამოყენება. მოსწავლეთა პორტფოლიო არის სივრცე, რომელშიც შეიძლება განთავსდეს სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლის მიერ შესრულებული კომპლექსური დავალებები და პროექტები“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203