ახალციხის №5 საჯარო სკოლამ სასკოლათაშორისო ოლიმპიადა ჩაატარა
07-05-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლამ ბიოლოგიაში სასკოლათაშორისო ოლიმპიადა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მოსწავლეებმა მიიღეს. 

მათ  ონლაინ რეგისტრაცია სკოლის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნებულ სარეგისტრაციო ბმულზე გაიარეს.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში აღნიშნულმა ოლიმპიადამ დიდი ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად, რეგისტრაციის დასრულებისას  მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა.  

ოლიმპიადა ელექტრონულ ფორმატში მომზადებული პროგრამის საშუალებით კომპიუტერებთან ოთხ ნაკადად, მშვიდ და სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა. 


ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალციხის №1, №2 და №5 საჯარო სკოლების, ხეოთისა და  აწყურის საჯარო სკოლების, ვალის №2 საჯარო სკოლის, ადიგენის საჯარო სკოლისა და  არლის საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

ოლიმპიადის შედეგების მიხედვით  გამარჯვებული მოსწავლეები თითოეული კლასიდან გამოვლინდნენ. 

სკოლის დირექციამ ისინი სერტიფიკატებით, ხოლო მათი მასწავლებლები და სკოლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. 

ასევე, მადლობის სიგელი გადაეცა მაია თათეშვილს ოლიმპიადის ორგანიზებისა და პროგრამული უზრუნველყოფისათვის.


გამარჯვებულ მოსწავლეთა სია:https://drive.google.com/file/d/1fsyELpfDnIDpV7LeG_x9aiHXh3gIrwsV/view?usp=sharing   
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203