პორტფოლიოს პრეზენტაცია ივლისში დაიწყება - ზუსტი რიცხვი პედაგოგებს მინიმუმ 1 დღით ადრე ეცოდინებათ
წამყვან-მენტორობის მსურველ მასწავლებლებს, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტი 1-ელ ივნისამდე ატვირთეს „ესქულის“ ბაზაში და მასწავლებლის სახლმა პორტფოლიო დაუმოწმა, ნაშრომის დაცვის სავარაუდო თარიღები უკვე მიუვიდათ.
მასწავლებლებს სტატუსი 1-ელ სექტემბრამდე აუმაღლდებათ - ახალ დეტალებს სამინისტრო აქვეყნებს
ეს პროცესი ივლისში დაიწყება და აგვისტოშიც გაგრძელდება, თუმცა კონკრეტული რიცხვი თითოეული მასწავლებლისთვის ჯერჯერობით უცნობია.
რა ვადაში უნდა გაასაჩივროთ პორტფოლიო თუ დადებითად არ შეგიფასდებათ - ყველაფერი რაც საპრეტენზიო განაცხადის გასაკეთებლად უნდა იცოდეთ
როდის გაიგებენ
წამყვან-მენტორობის მსურველი პედაგოგები ზუსტ თარიღს? - ამ კითხვაზე პასუხი მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების დოკუმენტში წერია, სადაც განმარტებულია, რომ მასწავლებლის სახლმა სტატუსის ამაღლების მსურველებს, მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე უნდა შეატყობინოს
პორტფოლიოს დაცვის ზუსტი თარიღი:
ხელფასი მომავალ სასწავლო წლამდე არ მოემატებათ პედაგოგებს, რომლებიც სტატუსს პორტფოლიოს წარდგენით აიმაღლებენ
„პორტფოლიოს პრეზენტაცია მოხდება ონლაინ ან პირისპირ ფორმატით. პრეზენტაციამდე მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე ცენტრი ატყობინებს მასწავლებელს პრეზენტაციის თარიღის შესახებ“, - აღნიშნულია დანართში.