შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ პირთა სია, ვინც 2023 წლის გამოცდებზე სპეციალურ გარემოს საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ აპლიკანტების ნაწილს საათზე 5-10 წუთი დაემატა; გარკვეულ პირებს შეეძლებათ საგამოცდო ტერიტორიაზე მანქანით შესვლა; გამოსაცდელთა ნაწილს საგამოცდო დრო გაუორმაგდა, ზოგს კი მედიკამენტების შეტანის უფლება მიეცა ტესტირებისას.
აღსანიშნავია, რომ ასეთი სულ 273 აპლიკანტია, ხოლო 364 გამოსაცდელს უარი ეთქვა სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნაზე.