პირველი მაისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურმა შეჯიბრმა ემოციებით ჩაიარა
07-05-2018
პირველი მაისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „სამი კითხვითი ნიშანი“ ჩატარდა.
 
შეჯიბრი სკოლის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და მასში მეხუთედან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
 
თამაში სიმბოლოების ამოცნობით დაიწყო და შემდეგ სხვადასხვა სფეროდან დაისვა კითხვები. 

მოსწავლეებმა შეჯიბრისთვის წინასწარ წაიკითხეს მითითებული ლიტერატურა.  

თამაში მერვე კლასის გამარჯვებით დასრულდა. 

მოსწავლეებს გამარჯვება სკოლის დირექტორმა თინა ცეცხალძემ მიულოცა და სიგელებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203