დისველის საჯარო სკოლამ სოფელ დისველის დაარსებას - „სიცოცხლის ზეიმი“ მიუძღვნა
07-05-2018

დისველის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო დოხტურიშვილმა „დისველლობა 2018-ს“ სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

სიცოცხლის გაგრძელება უკვდავი ჯაჭვია ცხოვრების მარადიულობის - სწორედ ამ ღრმა ჭეშმარიტებას მიეძღვნა ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლის ღონისძიება, სადაც იგრძნობოდა, კეთილი გული, სიყვარული, ერთობა და მონატრება.

29 წლის შემდეგ იმ განვლილი ტრაგედიის ფონზე, რომელმაც გაანადგურა სოფელ წაბლანის 7 კომლიანი უბანი, 1989 წლის 19 აპრილს ჩამოწოლილმა ზვავმა 23 ადამიანის მაჯისცემა შეიწირა, სწორედ რომ ამ ტკივილის გაქარვება და ფეხის თანმიმდევრული სვლაა მომავლისკენ „სიცოცხლის ზეიმი“(თამამად შეიძლება ვუწოდოთ). ორგანიზატორები გახლდნენ ამავე სკოლის რუსული ენის პედაგოგი ქალბატონი მერი ყურაშვილი და მუსიკის მასწავლებელი - ნანული კვესელავა, ზოგადად კი შეუძლებელია არ აღინიშნოს მთელი ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივის, მოწაფეების ჩართულობა და ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა აღნიშნულის მიმართ.

სკოლის მიერ ორგანიზებულ ზეიმს, რომელიც აპრილის ბოლო კვირაში ჩატარდა მიეძღვნა სოფელ დისველის დაარსებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ზემოთ ხსენებული ტრაგედიის შემდეგ, დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრის წარმომადგენლები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი.

სოფლის დღესასწაული - „სიცოცხლის ზეიმი“  დახუნძლული იყო უამრავი სიცოცხლით სავსე ლექსით, სიმღერით, სპორტული სახილველით (ქალბატონ - მარინა ქობულაძის კურირებით, სამხატვრო სახილველით ბატონ ედნარ აბულაძის მეთაურობით, რომელიც ასევე გახლდათ ამ ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი, აქვე უნდა აღინიშნოს აჭარული ტრადიციული სამზარეულო რომელიც უხვად იყო წრმოდგენილი,

სკოლის ეზოსაც გადაედო მზიანი გული, რომელიც მკაფიოდ გამოიკვეთა, ორიგინალური საყვავილეებით, ლაღი გამწვანებით, საოცარი მოხატულობით, რაც ქიმია-ბიოლოგიის მასწავალებელ მედეა ჯაფარიძის, ბუღალტერ გენადი ცეცხლაძის და ხელოვნების მასწავლებელ ედნარი აბულაძის გარჯის შედეგია.

ეს იყო დაუვიწყარი დღე, რომელმაც დაუვიწყარი კვალი დატოვა თვითოეული ჩვენთაგანის მეხსიერებაში. ვისურვებდი  ბევრი ასეთი მზიანი დარი დამდგარიყოს სოფელ დისველის ცხოვრებაში.

ავტორი -  ნინო დოხტურიშვილი

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203