ჰარვარდის სტუდენტურმა ორგანიზაციამ დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლეები დიპლომებით დააჯილდოვა
15-11-2016
დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლეები I და II ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.  

მოსწავლებს, ინა ყაფლანიშვილს, ანნა ყაფლანიშვილს, გივი ასლანიშვილს, სალომე ნასყიდაშვილს, ლუკა მენაბდიშვილს, მარიამ ასლანიშვილსა და ელენი ბასილაშვილს, დიპლომები საქართველოში ჰარვარდის სტუდენტურმა ორგანიზაციამ ''Veritas Olympics''-მა გადასცა. 

ოლიმპიადა სხვადასხვა საგანში ჩატარდა.

''Veritas Olympics'' თანამშრომლობს ჰარვარდის მეწარმეთა ორგანიზაციასთან,(Harvard College Entrepreneurship Forum) რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია ჰარვარდში, აქვს 10 წლიანი ისტორია და ჰყავს ასობით წევრი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. 

კლუბმა დიდი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ლიდერის აღმოჩენასა და მათ განვითარებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203