ნოდიკო ტატიშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დასახმარებლად თანხა მოიგო
07-05-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დასახმარებლად მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ ითამაშა. 

„ამ ყველაფრის ნახვა ჩვენთვის მოულოდნელი და ამვდროულად ძალზედ სასიამოვნო იყო. თანხაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ პატარა სკოლებისთვის ზრუნავს საზოგადოების ნაწილი, დასაფასებელია მათი ყურადღება, ბატონო ნოდარ! ვფიქრობთ თქვენ აუცილებლად უნდა გვეწვიოთ და თქვენი თვალით ნახოთ ამ მართლაც პატარა სკოლაში რა თაობები დაიზარდნენ და როგორები იზრდებიან ამჟამად. გმადლობ, რომ ჩვენ აგვირჩიე! მიუხედავად იმისა, ჩვენი სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სხვა დამხმარე რესურსებით, ჩვენთვის თქვენს მიერ გადმოცემული 500 ლარი მილიონის ტოლფასია!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი ცდილობს გამოიცნოს კითხვები, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი ექვსი კლასის სკოლის მასალიდან არის მოცემული. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იგებს თანხას. მოგებული თანხით კი, გადაცემის სტუმარი მისთვის სასურველ სკოლას ეხმარება.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203