„ბულინგი ჩვენს გარშემო“- დისკუსია ლეღვანის საჯარო სკოლაში
07-05-2018
ლეღვანის საჯარო სკოლაში თემაზე „ბულინგი ჩვენს გარშემო“ საინტერესო დისკუსია შედგა.

მოსწავლეებმა ძალადობის ფორმებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. 

მსჯელობის შემდეგ ძალადობის პრევენციად პიროვნების მცირე ასაკიდანვე აღზრდა, არაძალადობრივი მეთოდები ოჯახსა და სკოლაში, განათლება, საზოგადოებაში ინტეგრაცია, საკუთარი აზრის არგუმენტებით დაცვა და სხვისი აზრის პატივისცემა, თვითკონტროლი და პატიება მიიჩნიეს.

სკოლის დირექციის შეფასებით, დისკუსია საინტერესო და მრავალმხრივი იყო. 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203