ლემშვენიერას საჯარო სკოლაში კლასის საათები აქტიურად ტარდება
08-05-2018

ლემშვენიერას საჯარო სკოლა აქტიურობით გამოირჩევა.

სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. 

მარტსა და აპრილში სკოლაში კლასის საათი ჩატარდა შემდეგ თემებზე: 

V-VI კლასებში - წესები, რომლებიც სჭირდება საზოგადოებას (პირადი ჰიგიენა, უცენზურო ლექსიკა, ქცევის წესები); „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“; როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი; სასკოლო სიტუაციური ამოცანების განხილვა;

VII კლასში -  „გატაცება თუ დამოკიდებულება?“; სიმორცხვე და მარტოობა;

VIII კლასი - ფიზიოლოგიური ცვლილებები - ჰიგიენა; „არა ძალადობას“!;

IX კლასი - ცნება თანაკლასელი; როდის ირღვევა ჩვენი უფლებები;

XI კლასი - ფილმის „საოცრება“ ჩვენება-განხილვა;

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასკოლო ღონისძიებებიდან აღსანიშნავია ძალადობის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე საფეხურიანი აქტივობა. 

სკოლის რამდენიმე პედაგოგმა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის პროექტის -„მასწავლებელი და სოციალური მუშაკი უსაფრთხო ოჯახისათვის“ ფარგლებში ტრენინგი გაიარა. ტრენინგის თემები იყო - „ბულინგი სკოლაში“, „ძალადობა ოჯახში“ და „ნაადრევი ქორწინება“.

ამავე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა პედაგოგებმა და მშობლებმა კომიქსების მიხედვით შექმნილი ანიმაციები ნახეს, რომელსაც დისკუსია მოჰყვა. ჩვენება ორ ეტაპად გაიმართა.

მეორე ეტაპზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ორ ანიმაციურ ფილმს  - „ძალადობა სკოლაში“ და „ძალადობა ოჯახში“ უყურეს. ჩვენების შემდეგ დისკუსია შედგა. მეორე დღეს კი მოზარდებმა სკოლაში პოსტერები მიიტანეს და პრობლემების შესახებ საკუთარი პოზიცია გამოხატეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო ძალადობის დაძლევის ხელშეწყობა, მოსწავლეების ინფორმირება და პრობლემის გააზრება.

სკოლაში ასევე პროექტის - „კინო სკოლაში“ განხორციელება დაიწყო. 

„პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 20 ფილმი, საიდანაც ათს კინომისიონერი აჩვენებს, მეორე ნახევარს კი - სკოლის კოორდინატორი. ფილმების ნახვის შემდეგ იმართება დისკუსიები, ასევე მოსწავლეები ჩაერთვებიან რამდენიმე კონკურსში: პოსტერების, მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და რეცენზიების“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

აპრილის ბოლოს სკოლაში სკოლის ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის გიორგი შუკვანის სახელობის შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა  მინიფეხბურთში. შეჯიბრში  მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრში მე-12 კლასმა გაიმარჯვა. მოსწავლეებს სიმბოლურად თასი გადაეცათ, რომელიც დაღუპულის ოჯახს გადასცეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203