პარლამენტარები საგამოცდო ცენტრებს შეამოწმებენ და რეგისტრაციის პროცესს დაესწრებიან - გამოცდები 2023
27-06-2023
პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, საგამოცდო ცენტრებს შეამოწმებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა, სურვილი აქვს, 3 ივლისს ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესსაც დაესწროს. 

„კომიტეტი მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, ვესტუმრებით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებელ საგამოცდო ცენტრებს რამდენიმე ლოკაციაზე. ვნახავთ, როგორ არის მზად საგამოცდო ცენტრები და რა რაოდენობის აბიტურიენტებს მიიღებენ... 

ასევე, ვგეგმავთ, დავესწროთ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესს ერთ-ერთ ლოკაციაზე, მანამ, სანამ ჩვენი იქ ყოფნა გამართლებული და სწორი იქნება, რომ ნეგატიური კომპონენტი არ შევიტანოთ. როგორც ვიცი, დილის 8:00 საათიდან 9:00 საათამდე შესაძლებლობა გვექნება რომ იქ ვიყოთ.

პირადად მე, მაქვს სურვილი, შემდეგ ორშაბათს ერთ-ერთ ცენტრს ვესტუმრო და დავაკვირდე იმ პროცესებს, რომელიც რეგისტრაციასთან იქნება დაკავშირებული.

მინდა თითოეულ აბიტურიენტს და მათ ოჯახებს წარმატებები ვუსურვო და ამ პროცესიდან მხოლოდ სასიხარულო შედეგები მიიღონ“, - განაცახადა გივი მიქანაძემ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203