თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში კვირის წარმატებული მოსწავლეები გამოავლინეს
08-05-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

კერძოდ, სკოლამ კვირის წარმატებული მოსწავლეები კვლავ გამოავლინა. ესენი არიან მე-6 ა კლასის მოსწავლეები: ლიზი კუხიანიძე, მერი გაფრინდაშვილი, მარიამ სახელაშვილი, გიორგი მაისურაძე და გიორგი ფანჩულიძე. 

მათი დამრიგებელი ნატო კვეტენაძე გახლავთ. 

პარალელურად, სკოლა ბულინგის საწინააღმდეგო დღეს სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა; მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები და დადგმები მოამზადეს, ხოლო მასწავლებლებმა ძალადობის გადასაჭრელი გზების შესახებ ისაუბრეს. 

და ბოლოს, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები თეკლა ცქიფურიშვილი და სალომე წულუკიძე 2018 წლის 12 მაისს მიწვეულნი არიან თბილისში, მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე. 

მათი მასწავლებელი და თემის ხელმძღვანელი ნატო კვეტენაძე გახლავთ. 

დირექციის ცნობით, სკოლა სწავლის წარმატებულ პროცესს განაგრძობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203