ჯაყოს ხიზნები, დავითიანი, აბო თბილელი, ვეფხისტყაოსანი, დათა თუთაშხია - რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდაზე 2022 წლის აბიტურიენტებს
28-06-2023

ეროვნული გამოცდები 2023 - დარჩენილია 1 კვირა და დუღილის ტემპერატურაც სულ უფრო იმატებს... აბიტურიენტებს შორის მუდმივად მიდის განხილვა, რა საკითხები შეიძლება მოვიდეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, რაზეც პასუხი ნამდვილად არ არსებობს... თუმცა, ალბათ ინტერესსმოკლებული არ იქნება იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც გასული წლის აპლიკანტებს შეხვდათ გამოცდაზე.

მაშ ასე: 1-ელ სესიაზე იყო გურამიშვილის „დავითიანი“ და ნიკო ლორთქიფანიძის „ამაყი“; ესე კი გახლდათ თემაზე: აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, როდესაც იგი იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული;

მე-2 სესიაზე არაპროგრამული გახლდათ ოთარ ჭილაძის „თიხის სამი ფირფიტა“, პროგრამული კი - ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა; ესეს თემა - „უნდა ეპატიოს თუ არა ადამიანს შეცოდება მისი ყმაწვილკაცობის გამო“

მე-3 სესიაზე „ვეფხისტყაოსნის“ მონაკვეთი იყო, რომელშიც მოთხრობილია ხატაელებთან ომში გამარჯვებული ტარიელის ინდოეთში დაბრუნების ამბავი, ესე კი - გამართლებულია თუ არა დამარცხებული მტრის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება“, არაპროგრამულ ნაწილში გურამ დოჩანაშვილის რომანიდან „სამოსელი პირველი“ უნდა დაეწერათ ესე - მოძალადის აღზევებას თავად საზოგადოება უწყობს ხელს.

მე-4 სესია -  გივი გეგეჭკორის ლექსი „ფეოდალი“ და იოანე საბანისძის თხზულებიდან „აბო თბილელის წამება“, ესე - „საკუთარი პრინციპების ერთგულება ადამიანს შიშის დაძლევაში ეხმარება“.

მე-5 სესიაზე იყო პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“- რამდენად რთული და მტკივნეულია ახალ გარემოსთან შეგუება; პროგრამულ ნაწილს რაც შეეხება - აპლიკანტებს შეხვდათ  მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ჯაყოს ხიზნები“, ესე - „აქვს თუ არა ფასი ცოდნას, თუ მას ცხოვრებაში ვერ გამოვიყენებთ“

მე-6 სესიაზე იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“, რაც შეეხება ესეს, მისი თემა გახლდათ - „პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა ადამიანს ავალდებულებს, რომ არ განუდგეს საზოგადოებრივ ცხოვრებას“;

არაპროგრამულ ნაწილში მოვიდა ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან „დათა თუთაშხია“: უნდა გაითვალისწინო თუ არა მოსალოდნელი შედეგი, როდესაც სხვის დახმარებას გადაწყვეტ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203