„მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“: ხაჯალიის საჯარო სკოლა სემინარს დაესწრო
08-05-2018
ხაჯალიის საჯარო სკოლის წარმომადგენლები სემინარს „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ დაესწრნენ.

აღნიშნული აქტივობა ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში მოეწყო.
 
სემინარი ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ფეტმა და ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა მიმართეს.

კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიიღონ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა სასწავლო პროცესში დანერგონ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203