2023-2024 სასწავლო წლიდან მეორე კლასში ახალი სავალდებულო საგანი შედის - I და II კლასების ჭადრაკის სახელმძღვანელომ გრიფირება გაიარა
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I და II კლასების ჭადრაკის საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების შესახეხებ ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოაწერა. როგორც ცნობილია, ჭადრაკი სავალდებულო საგნად პირველ კლასში 2022-2023 სასწავლო წლიდან შევიდა. განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის, მიხეილ ჩხნეკელის ინიციატივით, აღნიშნული საგნის სწავლებისთვის გადამზადნენ პედაგოგები - „
სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, პროექტში ჩართულია 4000-ზე მეტი გადამზადებული პედაგოგი, რომლებიც სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილებს ატარებენ“.
მეორე კლასსი ჭადრაკის საგნის სწავლების გაგღზელების შესახებ გადაწყვეტილება კი საზოგადოებისთვის ცნობილი 2023 წლის დასაწყისში გახდა. თებერვალში გამოქვყნდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ჭადრაკის სწავლება 2023-2024 სასწავლო წლიდან სავალდებულო იქნებოდა მეორე კლასის მსოწავლეებისთვის.
იხილეთ :
I, II, III და IV კლასების ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები გამოქვეყნდა