დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების შესახებ ფილმი აჩვენეს
08-05-2018
დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებლები: ნანა მამუჩარაშვილი და ნათელა სინაძე) ბავშვთა უფლებებზე დოკუმენტური ფილმი ნახეს. 

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: რა არის ბულინგი? სად ხდება ბულინგი?  და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ბულინგისგან თავის დასაღწევად? 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტიურად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. 

იხილეთ ფოტოები 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203