„დაე, მუდამ ვიყოთ ჩვენ!“ - ყულარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხატვრული კომპოზიცია და დაუვიწყარი დღესასწაული
28-06-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

შესაბამისად, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის დღე. ბავშვთა დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე წარმოადგინეს
შემეცნებითი პრეზენტაცია ბავშვთა დაცვის დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ. გაიმართა მხატვრული  კომპოზიცია - „დაე, მუდამ ვიყოთ ჩვენ!“. ღონისძიებაში სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა. 

„იყო სიმღერა, ლექსი, ცეკვა და საოცრად ხალისიანი განწყობა“, - გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია აზერბაიჯანული ენის მასწავლებელმა გიუნელ მამედოვამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203