რომელი სტუდენტები მიიღებენ 1000 და 800 ლარს - დოკუმენტი
09-07-2023
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია დედ-მამით ობოლი სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

დოკუმენტის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი სტუდენტი, რომელიც სწავლობს, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 800 ლარის ოდენობით.

ხოლო, დედ-მამით ობოლი სტუდენტი, რომელსაც მოპოვებული აქვთ 100 %-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;.

დ) სტუდენტის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;

ე) ცნობა სასწავლებლიდან, რომ სწავლობს უფასო სახელმწიფო პროგრამაზე ან მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი;

ვ) საბანკო ანგარიში.

აღსანიშნავია, რომ თანხას სტუდენტები მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203