არის თუ არა საცობი გამოცდაზე დაგვიანების ან მიუსვლელობის საპატიო მიზეზი - NAEC განმარტავს
28-06-2023

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებაში, ცვლილება, შევიდა და განისაზღვრა 3 მიზეზი, რომლებიც გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთვევაში აბიტურიენტებს საპატიოდ ჩაეთვლებათ.

ესაა ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნა;

ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალება;

გ) დაუძლეველი ძალა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტეს, „დაუძლეველი ძალა“ გულისხმობს სტიქიას; თუმცა დედაქლაქის მკვიდრ აპლიკანტებს აწუხებთ კიდევ ერთი კითხვა - შეიძლება თუ არა საცობი ჩაითვალოს ასევე საპატიო მიზეზად?

აღნიშნულის შესახებ NAEC განმარტავს, რომ არც საცობი და არც ავარია არ შეიძლება გახდეს ტესტირებაზე გამოუცხადებლობის ის საპატიო მიზეზი, რის გამოც შეიძლება დამატებითი სესია დაინიშნოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203