ყოველი თვის ბოლოს მასწავლებლები კუთვნილ ანაზღაურებას იღებენ. პედაგოგებს, სკოლასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხელფასი საბანკო ანგარიშზე იმ პერიოდში უჯდებათ, როგორც დამსაქმებელი და დასაქმებული არიან შეთანხმებული.
კანონის მიხედვით, თუ სკოლა მასწავლებლებს კუთვნილ ანაზღურებას დაუგვიანებს, ვალდებულია, დამატებითი თანხა გადაუხადოს. კონკრეტულად, რა თანხას მიიღებენ მასწავლებლები დაგვიანებული დღეების კომპენსაციის მიზნით, ეს თითოეული პედაგოგის ხელფასის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
„სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი“, - განმარტებულია კანონში.