რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ბავშვისთვის საზაფხულო არდადეგებს გეგმავთ? - რჩევები მშობლებს 
02-07-2023

საზაფხულო არდადეგების დაგეგმავა ერთდროულად, ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოცაა, მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ. მშობელები ცდილობენ, რომ ყველა წვრილმანი გაითვალისწინონ და არდადეგები იდეალურად წარიმართოს. 

საინტერესოა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ამ პერიოდის დაგეგვმისას - მათ რჩევებს ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერი უზიარებს, რომელიც, პირველ რიგში, ყურადღებას ბავშვების ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე ამახვილებს.

თქვენი შვილები საზაფხულო არდადეგების აქტივობების დაგეგმვის პროცესში ჩართეთ - უმნიშვნელოვანესია, ბავშვების ინტერესების გათვალისწინება. აუცილებლად, ჰკითხეთ, რა აქტივობები მოეწონებოდათ, სად წავიდოდნენ. გარდა ამისა, სთხოვეთ, ჩამოწერონ, თუ რის გაკეთებას ისურვებდნენ ზაფხულში. 

დასასვენებლად ოჯახური გარემო აირჩიეთ - ზაფხული ისეთ ადგილას გაატრეთ, სადაც ოჯახის ნებისმიერი წევრი თავს კარგად იგრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კომფორტულად იყოს, რათა არდადეგები სასიამოვნოდ წარიმართოს. ასევე, დეტალურად გაეცანით იქვე არსებულ ინვენტარს და დარწმუნდით, რომ ბავშვებისთვის უსაფრთხოა. 

საცხოვრებელი წინასწარ დაჯავშნეთ - თუ უკვე აარჩიეთ სად წახვალთ, მნიშვნელოვანია, რომ ის წინასწარ დაჯავშნოთ. ზოგჯერ, ისე ხდება, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილი აღარ არის. ამ დროს, თითქოს ყველაფერი ირევა და გეგმები წყალში გეყრებათ. 

ბარგი ყურადღებით გაამზადეთ - რამდნიმე დღით ადრე დაიწყეთ იმის ჩამოწერა, თუ რა დაგჭირდებათ. ასე მინიმუმადე დაიყვანთ იმის რისკს, რომ რაღაც გავიწყდებათ. მოგზაურობისთვის საჭირო ნივთების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა იყოს მზისგან დამცავი, შესაფერისი ტანსაცმელი, მწერების საწინააღმდეგო ხსნარები და მინი აფთიაქი. 

აქტივობები ყოველი დღისთვის განსაზღვრეთ - მნიშვნელოვანია, რომ აქტივობები ყოველ დღეზე გადაანაწილოთ. ბავშვებმა ზაფხულში დრო ნაყოფიერად უნდა გაატრონ. ისინი გართობის გარდა, ახალ უნარებსაც უნდა დაეუფლონ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203