წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ციხისძირის საჯარო სკოლის კიდევ ერთმა პედაგოგმა მოიპოვა
08-05-2018
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ციხისძირის საჯარო სკოლის კიდევ ერთმა პედაგოგმა - ლეილა ქათამაძემ მოიპოვა.

ლეილა ქათამაძემ გარე დაკვირვება გაიარა და დადებითი შეფასება მიიღო. 

ლეილა ქათამაძე ციხისძირის საჯარო სკოლის უკვე მესამე წამყვანი მასწავლებელია, რომლის შესახებაც ვწერთ. მანამდე მომდევნო საფეხურზე დალი თურმანიძემ და ნაზი კოჩალიძემ გადაინაცვლეს. 

სკოლის დირექცია პედაგოგს წარმატებას ულოცავს. 

გარე დაკვირვების გავლა უწევს უფროსი კატეგორიის მასწავლებელს, რომელსაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი 4 კრე­დიტ­ქუ­ლას ­ი­ღებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203