სავალდებულოა თუ არა გამოცდებზე საკუთარი კალმის მიტანა - Naec განმარტებას ავრცელებს
29-06-2023
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ორშაბათს, იწყება. აპლიკანტები საგამოცდო ცენტრებში დილის 8:00 საათიდან უნდა გამოცხადნენ. რისი შეტანა შეუძლიათ და რა დახვდებათ საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტებს, ამ კიტხვაზე პასუხს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ:

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. 

მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე გამოსაცდელი აღარ დაიშვება.

სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს ასევე შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). ასეთი კალამს საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტებს თავადაც დაახვედრებს,ა მიტომ მათი მიტანა აპლიკანტებისთვის სავალდებულო სულაც არ არის. 

გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203