როგორც ოფიციალურ უწყებაში განმარტავენ, კონკრეტული ვადები - როდის უნდა გასცეს სკოლამ მასწავლებლების შვებულების თანხა, გაწერილი არ არის, თუმცა ორი თვის ვაუჩერს სკოლები ივლისში უკვე მიიღებენ:
„ორი თვის ვაუჩერებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ივლისში მიიღებენ და შესაბამისად, ამის შემდეგ გაიცემა მასწავლებლების შვებულების თანხა, თუმცა კონკრეტული რიცხვი სამინისტროს მიერ არ რეგულირდება“ - განუცხადეს etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში.