ბათუმში ცოდნის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო - მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პროექტმა პატარა იზრუნელები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ბათუმის საკრებულოში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ფრაქციის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
izrune.ge-ს მაღალტექნოლოგიურ საგანმანათლებლო პლატფორმაში ჩართულ ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებს „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი პირადად შეხვდა და თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ ესაუბრა - რაოდენ მნიშვნელოვანია, ისინი განათლებულ ადამიანებად, ღირსეულ მოქალაქეებად გაიზარდონ, რადგან წარმატებული სახელმწიფოს ძალა თაობებშია.
izrune.ge-მ პატარა მეგობრებს, ერთგულ თანამოაზრეებს დიპლომები გადასცა; ბავშვებს ჰქონდათ საშუალება, მეტად დაახლოებოდნენ განათლების პირად მენეჯერებს, გასაუბრებოდნენ პროექტის ავტორს, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები და კიდევ ერთხელ, დაედოთ პირობა, რომ იქნებიან საუკეთესოები საუკეთესოთა შორის, სწავლით ყველა მწვერვალს დაიპყრობენ და ყველაზე მზრუნველი პროექტის მხარდამხარ, ამაყად გაივლიან განათლებისკენ სავალ, არცთუ მარტივ, მაგრამ საინტერესო გზას.
მოგვიანებით, როდესაც პროექტის შეფასება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს ვთხოვეთ, გვიპასუხა, რომ ბატონი გოჩას პროექტების - izrune-ge-სა და „ეტალონის“ შეფასება შეუძლებელია:
„შეუძლებელია, „ეტალონისა“ და izrune.ge-ს შეფასება შევძლო... ესა პროექტები, რომლებმაც წლებს, დროს გაუძლო და მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს მათი ავტორობისთვის...
izrune.ge არის პროექტი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჩვენი ბავშვების განათლებაზე, მათ განვითარებაზე... მადლობა მთელ გუნდს ჩვენი ბავშვების მხარში დგომისთვის, მადლობა თითოეულ ოჯახს, რომელიც პროექტშია ჩართული და იცის განათლების ფასი: განათლებული თაობები ხომ წარმატებული სახელმწიფოს საფუძველია“.
ფოტოგალერეა სრულად იხილეთ ბმულზე