ინფორმაცია უნივერსიტეტებისთვის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განცხადებას ავრცელებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა - 2023 წლის 03 აგვისტოდან - 2023 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით.
სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა - არაუგვიანეს 2023 წლის 04 სექტემბრისა.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2023 წლის 12 სექტემბრიდან - 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.