დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში პოლიეთილენის გამოყენებულ ბოთლებს ,,მეორე სიცოცხლე“ აჩუქეს
08-05-2018
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში პროექტი ,,save our planet - The Second Life“ ( გადაარჩინე ჩვენი პლანეტა - მეორე სიცოცხლე) განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის პედაგოგი ია ნიქაბაძე V კლასის მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ენერგიის სწორ გამოყენებასა და ნარჩენების მართვაზე ესაუბრა. 

შემდეგ კი, მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად პოლიეთილენის გამოყენებულ ბოთლებს ,,მეორე სიცოცხლე“ აჩუქეს - დაამზადეს სხვადასხვა სახის ნივთები.

„იმედია ნარჩენების სწორი გადამუშავება თავიდან ააცილებს ჩვენს სახლს - პლანეტას უდიდეს ზიანს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203