საბავშვო ბაღებში კვლევა 7 მიმართულებით ჩატარდება - დეტალები 
01-07-2023
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა შემდეგ საკითხზე: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე

მოკვლევის მიზანია:

• ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების (შემდგომში დაწესებულებები) ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გავლენის შესწავლა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე;
• დაწესებულებებში ადამიანური რესურსის გავლენის დადგენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე;
•აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა (შემდგომში აღმზრდელ-პედაგოგი) განვითარების მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება;
 • აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხის შესწავლა;
• ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გამოწვევების შესწავლა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
•დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და დამხმარე მექანიზმების შეფასება.

დეტალური ინფორმაცია თემატური მოკვლევის შესახებ იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203