გახადე მათემატიკა ყველასათვის საყვარელი საგანი მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით
როგორც კვლევამ აჩვენა, MaxMath-ის წიგნები მათემატიკის სწავლებაში საუკეთესო შედეგს იძლევა. ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც არაერთმა მასწავლებელმა თუ მოსწავლემ დააფიქსირა საკუთარი აზრი და შეაფასა ეს სახელმძღვანელოები, გიზიარებთ შეფასებებს:
- წიგნში გამოყენებული CPA მეთოდიკა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივად გაიგონ „რთული და კომპლექსური“ მათემატიკა;
- საგაკვეთილო პროცესში ჩართულობამ 95%-ით გადააჭარბა, რაც გულისხმობს რომ მოსწავლეთა მხრიდან ინტერესი მკვეთრად გაზრდილია;
- ზოგიერთ სკოლაში კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ MaxMath-ის სახელმძღვანელოს გამოყენებით სწავლების საფუძველზე, საგანი - მათემატიკა მოსწავლეთა ერთ-ერთი საყვარელი საგანი გახადა;
4. სახალისოდ, ფერადად და კარგი ხარისხის სურათებით შექმნილი წიგნი, მოსწავლეებს ეხმარება საგნის სხვა კუთხით დანახვაში;
5. წიგნში წარმოდგენილი პერსონაჟები მოსწავლეების გზამკვლევებად გვევლინებიან, რომლებიც თავსატეხების ამოსახსნელად მინიშნებებს აძლევენ;
6. ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობენ სამუშაო რვეულში და იმაზე ბევრად მეტ დავალებას ასრულებენ, ვიდრე მასწავლებელი ავალებს.
მათემატიკა საკმაოდ კომპლექსური საგანია, რომელიც სკოლაში საშიშად ეჩვენებათ ხოლმე, თუმცა Max მათემატიკის წიგნებს, უნდა რომ ეს პრობლემა და შეხედულება აღმოფხვრას და ახალ თაობას უფრო მეტად შეაყვაროს საგანი, გაუმარტივოს მისი აღქმა და გაგება,
განუვითაროს ის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ სამომავლოდ დაეხმარება, და საყვარელი პერსონაჟების დახმარებით მეტად შეაყვაროს საგანი ყველას. წიგნში წარმოდგენილი პერსონაჟები, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზამკვლევი და მეგობრები არიან, რომლებიც მუდამ ზრუნავენ კომპლექსური თავსატეხების გამარტივებაზე, საინტერესო შეკითხვების დასმასა და საგაკვეთილო პროცესის მეტად ინტერაქციულობაზე.
იმისათვის რომ ეს სახელმძღვანელოები მასწავლებლებზე უფრო მორგებული გახდეს აუცილებლად დაიგეგმება შესაბამისი ტრენინგი, რის შემდეგაც, მათ არ ექნებათ წიგნთან გაუცხოების შიში.