ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წინასაგამოცდოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რჩევებს აძლევს.
Naec აბიტურიენტებს მოუწოდებს:
„ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.ტექსტის რედაქტირების დავალების შესრულებისას ჯერ ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება. ნუ შეცვლით ცალკეულ სიტყვებსა და კონსტრუქციებს კონტექსტის გააზრების გარეშე.
წაკითხულის გააზრების კითხვების პასუხები გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე შემოთავაზებულ ცხრილში შემდეგნაირად, სწორი პასუხის შესაბამის უჯრაში ჩასვით იქსი (X). თუ შეგეშალათ, მონიშნული უჯრა გააფერადეთ და სხვა უჯრაში ჩასვით – X.
თუ თხზულება იქნება 150 სიტყვაზე ნაკლები, ის ენობრივი თვალსაზრისით არ შეფასდება.
გამოცდაზე სწორად გაანაწილეთ დრო, რათა აუჩქარებლად შეძლოთ თითოეულ დავალებაზე მუშაობა და პასუხების ფურცელზე თქვენი ნამუშევრის მაქსიმალური სიზუსტით გადატანა“.