რომელი 5 ნივთი უნდა ჰქონდეთ მშობლებს გამოცდაზე - სახალისო რჩევები Etaloni.ge-სგან
04-07-2023
ერთიანი ეროვნული გამოცდები, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ტრადიციულად, გამოცდაზე შესულ აბიტურიენტებს, გარეთ აღელვებული მშობლები ელოდებიან. მოლოდინის რეჟიმში მყოფი დედები, ხანდახან „ასტრალშიც გადიან“ და თავად ხდებიან შვილების დასამშვიდებლები.

წელს: „ესმა დეიდა და ციცო დეიდაც უნდა მოვიდნენ, გარეთ დაველოდებით ყველა“ - ასე, მთელი სანათესაო დიდი იმედებით ელის სასახელო აბიტურიენტებს. 

Etaloni.ge მშობლებს სახალისო რჩევებს აძლევს იმის შესახებ, თუ რა აუცილებელი 5 ნივთი უნდა წაიღონ გამოცდაზე, რომლებიც მათ საგამოცდო კართან ატუზულებს, მოლოდინის რეჟიმში გამოადგებათ და სანამ თქვენი შვილები გამოცდებიდან გამოვლენ, ერთად გავხალისდეთ.

პირველი - აუცილებლად თან იქონიეთ დამამშვიდებელი, რომ გამოცდის ბოლომდე შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თუ ამანაც არ გიშველათ, ყოველი შემთხვევისთვის თან გქონდეთ წნევის აპარატი.

ამ პერიოდში კლიმატიც ისეთივე არაპროგნოზირებადია, როგორც ქართული ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები, რომლებიც ერთ ვარიანტს წერდნენ, თუმცა საკითხებს მაინც სხვადასხვას ასახელებდნენ.

მზიანი ამინდისთვის გქონდეთ მარაო და გაითვალისწინეთ, რომ სინოპტიკოსები წვიმასაც პროგნოზირებენ, ამიტომ არც ქოლგა დაგრჩეთ სახლში. 

წელს, შვილის მოლოდინში ეკლესიის წინ მდგარი მშობელი პირჯვარს იწერდა და თავისი შვილისთვის ლოცულობდა... ამიტომ, გირჩევთ მე-5 ნივთად ლოცვანი წაიღოთ, გახსოვდეთ ნერვიულობა ადამიანის მეხსიერებაზეც მოქმედებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203