„შუშანიკის მარჯვენა“ და „სწრაფად მომუშავე საათი“ ქართულის გამოცდაზე - აბიტურიენტების სახალისო ფრაზები
04-07-2023

ეროვნული გამოცდები დაიწყო და აბიტურიენტები ვნებათაღელვის მიუხედავად, თავიანთი ფრთიანი ფრაზების სერიით, მთელი თვის მანძილზე ახალისებენ ერს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული გამოსაცდელები, თანატოლებს გამოცდილებას უზიარებენ და რჩევებს აძლევენ. Etaloni.ge კი, გთავაზობთ სახალისო კომენტარებს:

„- შუშანიკი მოვიდა თუ გამსახურდია? 
- შუშანიკის მარჯვენა“  -  ქართული ენისა და ლიტერატურის, მე-2 სესიის ტესტებმა, აბიტურიენტებში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია.

„ჩემი აზრით, კარგად დაწერა განვახორციელე და საფუძველი დავუდე ბევრი ნიშნების აღებას ( რედაქტირებაში რამდენი იპოვეთ?)“ - ხუმრობით აღნიშნავს ერთ-ერთი აბიტურიენტი და ამტკიცებს, რომ ტექსტის რედაქტირება განსაკუთრებით კარგად წერა. 

„პასუხების უჯრა ხომ უნდა გამეფერადებინა?“ - კითხულობს, გამოცდიდან გამოსული დამწუხრებული აბიტურიენტი.

„რატო მგონია, რომ 5-ში თხზულების ნაცვლად ანდერძს დავწეეეერ?“ - კითხულობს აბიტურიენტი, რომლისთვისაც სასურველი თემებიც უკვე იყო წინა სესიებზე.

„სექტორში, კედელზე ჩამოკიდებული საათი, ძალიან სწრაფად მუშაობს!“ - აცხადებს დამწუხრებული აბიტურიენტი. 

„დღეს ვინ გაავლო პარალელი ესეს წერისას ქერი მეთისონთან, ოლივია პოუპთან, ჩცდ-ს თინასთან, სტელა გიბსონთან, მერედით გრეისა და სხვა პერსონაჟებთან, პრობლემის აქტუალობის აბზაცში?!“ -  დიდი ინტერესით კითხულობენ აბუტურიენტების მოლოდინში. 

„მეცამეტე მაგიდასთან ვიჯექი, ბედი არ გინდა???“ -  ასე უჩივის უიღბლობას ერთ-ერთი აბიტურიენტი, თუმცა მის დასამშვიდებლად მეორე აპლიკანტმა განაცხადა: „მეცამეტე სექტორში ვიჯექი, მეცამეტე მაგიდასთან“. 

„სანამ თემას დავწერდი რამე უნდა წამეკითხა?“- კითხულობს გაურკვევლობაში მყოფი კიდევ ერთი აპლიკაანტი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203