მიიღებენ თუ არა ახალ კადრებს საზაფხულო ბაღებში - განმარტება
03-07-2023
თბილისში საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაიწყეს, თუმცა etaloni.ge-ს არაერთმა აღმზრდელმა მიმართა კითხვით, როგორ შეძლებდნენ აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობის დაწყება.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge თბილისის ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ საზაფხულო ბაღებში ის პერსონალი მუშაობას, ვინც ისედაც დასაქმებულია ამ კონკრეტულ სკოლამდელ დაწესებულებებში:

„ვინც დასაქმებულია კონკრეტულ ბაღებში, ის ადამიანები იმუშავებენ საზაფხულო ბაღშიც... კადრების მიღებას რაც შეეხება, რამდენადაც ცნობილია, დამატებითი ვაკანსიებზე საუბარი არის“ - განგვიმარტეს ბაღების სააგენტოში, სადაც ასევე დასძენენ, რომ ამ პერიოდში დასაქმებული პერსონალი დამატებით ერთი თვის ანაზღაურებას მიიღებს.

ცნობისთვის: სააღმზრდელო პროცესი 45 საბავშვო ბაღში 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საზაფხულო ბაღებში 16000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203