ვაჟას „ბახტრიონი“ - ქართულის გამოცდის მე-3 სესიის პროგრამული საკითხი
04-07-2023
დღე მე-2, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის III სესია... ღელავენ აბიტურიენტები, თუმცა გულშემატკივრები მაინც სხვა „კლასტერია“, რომლებიც მოუთმენლად ელიან, როდის გამოვა პირველი აპლიკანტი და დეტალურად მოუყვება, რა წერა, როგორ და შემთხვევეით, ის ლურჯმაიუსრიანი გოგოც ხომ არ ნახა, რომელიც ძალიან ლამაზია და თან „უუუჭკვიანესი“.

ყველას აინტერესებს - რა წერეს გამოსაცდელებმა ქართულის გამოცდის მესამე სესიაზე და როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, მათ შეხვდათ - ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი; თემა - „საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ ერთ ადამიანს განიკითხავს“.

ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტებმა ისიც განმარტეს, რომ „რაღაც“ საკითხი ჭადრაკს შეეხებოდა, თუმცა დაკონკრეტება გაუჭირდათ, რა წერეს, ან რედაქტირებაში მცხეთის ხიდი რატომ იყო. გაირკვა ისიც, რომ არაპროგრმულ საკითხად, ქართულის გამოცდის მესამე სესიაზე ჩანტლაძის „ჭადრაკის მსხვერპლი“ მოვიდა; თემა - „არარეალურ სამყაროში ცხოვრება, შეიძლება ადამიანისთვის დამღუპველი გახდეს“.


„პროგრამულიდან ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი” მოვიდა. თეზისი საზოგადოებასა და მართალი, უდანაშაულო ადამიანების გაკიცხვაზე იყო. არაპროგრამულიდან შოთა ჩანტლაძის ნაწარმოები “ჭადრაკის მსხვერპლი” იყო. მე „ბახტრიონი“ დავწერე.  რაც შეეხება რედაქტირებას, ვფიქრობ, საკმაოდ რთული იყო”;


„არაპროგრამულიდან მოსული ტექსტი დავწერე...  ჩანტლაძის “ჭადრაკის მსხვერპლი” იყო მოსული, და თეზისი იყო. რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს ადამიანს არარეალური სამყარო“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203