„გამოცდაზე, მასწავლებლები, ისევე როგორც აბიტურიენტები მობილიზებულები უნდა იყვნენ, თავის დროზე უნდა გამოცხადდნენ და გამოავლინონ ცოდნა. რა თქმა უნდა, აბიტურიენტებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში პროფესიაში შესვლაზე ვსაუბრობთ - ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ მასწავლებლობის უფლება მოიპოვონ ეს მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამასთან ერთად, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ამიტომ მათაც ვურჩევ დროულად გამოცხადდნენ გამოცდაზე - მოწესრიგებულ, წყნარ აკადემიურად თავისუფალ გარემოში ყველაფერი დახვდებათ, იმისთვის, რომ ცოდნა გამოავლინონ“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდები 6 ივლისიდან იწყება.
მასწავლებლის გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება - დეტალები