ოლავერდის საჯარო სკოლის პედაგოგ ჰაიასტან გელოიანს etaloni.ge-მ ​სპეციალური სიგელი მიანიჭა
04-07-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის პედაგოგი ჰაიასტან გელოიანი etaloni.ge-მ დააჯილდოვა. 

etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის სპეციალური სიგელი მიანიჭა.

ჰაიასტან გელოიანი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203