კერძო სკოლა „რუსთველის“ მოსწავლეებმა ბოტანიკურ ბაღი დაასუფთავეს
08-05-2018

რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველის“ VIII კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელ ირინა მურჯიკნელთან ერთად საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთხელ ეწვივნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ სტუმრობის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება მცენარეების და მათი ეკოლოგიის მიმართ.

მოზარდები ბაღის ისტორიას გაეცნენ, არბორეტუმი დაათვალიერეს და ტერიტორია დასუფთავეს.

„ბავშვები ხალისიანად საქმიანობდნენ და ეცნობოდნენ იქ დარგულ სხვადასხვა მერქნიან, ბალახოვან და ბუჩქოვან მცენარეებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მოსწავლეთა  განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იასამნების ბაღმა, სადაც 70 -მდე სხვადასხვა ჯიშის იასამანია გაშენებული. მოზარდებმა ასევე მოინახულეს იაპონური ბაღი და ბაღის ივენთ სკვერში სხვადასხვა საინტერესო და იშვიათ მცენარეებზე წინასწარ მომზადებული თემები წაიკითხეს.

„მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების, ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელებას და პოპულარიზაციას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203