ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დამაჯერებელი შედეგები აჩვენეს
08-05-2018
ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ლანჩხუთის ინტელექტ-ჩემპიონატში  დამაჯერებელი და ეფექტური შედეგები აჩვენეს. მათმა უმრავლესობამ მაღალი ქულები მიიღო. მე-9 ადგილზე გავიდა ჩიბათის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დიმიტრი პატარაია 77 ქულით

ამჯერად კი გთავაზობთ სკოლის იმ მოსწავლეთა ფოტოს, რომელთაც 50 ქულა და მეტი მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონმა“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ჩაატარა და  „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა - წყალწმინდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, თინათინ კვაჭაძე. ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხაჯალიის საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა. მასში ლანჩხუთის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203