საგამოცდო ცენტრთან გულშემატკივარმა გონება დაკარგა - „მელაპარაკებოდა და უცებ ჩაიკეცა, ახლა კარგადაა“
05-07-2023
39-ე სკოლის საგამოცდო ცენტრთან, გულშემატკივარს, რომელიც აბიტურიენტს ელოდებოდა გული წაუვიდა. თუმცა გოგონა უკვე კარგად არის.

პირველადი დახმარება საგამოცდო ცენტრებთან მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა და როგორც etaloni.ge - ს სხვა გულშემატკივრებმა აცნობეს, ახალგაზრდა გოგონა, შეუძლოდ სავარაუდოდ, უჭმელობის გამო გახდა.

„მელაპარაკებოდა და უცებ ჩაიკეცა, გონება დაკარგა, თუმცა მალევე მოვიდა გონს. როგორც მითხრა, დილიდან არაფერი უჭამია და ალბათ ნერვიულობამ და შიმშილმა ერთად იმოქმედა“, - გვეუბნება ერთ-ერთი გულშემატკივარი.   

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ საგანს აბიტურიენტების ბოლო ნაკადი აბარებს დღეს, 7 ივლისს გამოცდა მათემატიკის საგანში ჩატარდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203