სიახლე, რომელსაც ყველა აბიტურენტი დიდი ხანია ელოდა, უკვე ხელმისაწვდომია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. Izrune.ge „ეტალონის“ გამოცდილებაზე დაყრდნობით მისაღები გამოცდების წინმსწრებ სატესტო სიტემას ნერგავს.
მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი ცოდნა სპეციალურად მათთვის შექმნილი ინდივიდუალური ტესტებით, რომლის შედეგებიც მათთვის ტესტირების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.
როგორც Izrune.ge-ს მენეჯერმა თიკი ტყეშელაშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ამ მნიშვნელოვანი სიახლისთვის მთელი წელი ემზადებოდნენ. საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგის მიერ შექმნილი ტესტების გავლა კი 17 მაისს ნებისმიერ მეთორმეტეკლასელს შეეძლება:
„აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტესტებზე მუშაობა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დავიწყეთ და ამ პერიოდამდე აქტიურად ვარგებდით აბიტურიენტებს და მათ საჭიროებებს. ტესტები უამრავჯერ გამოვცადეთ სპეციალურ ფოკუს ჯგუფებთან. „ეტალონის“ გამოცდილება, სანდოობა და პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, ამჯერადაც ამ ტესტებში სრულად ავსახეთ და გამოვიყენეთ. დარწმუნებული ვარ, Izrune.ge-ს ტესტები აბიტურიენტებს დაეხმარება ეროვნული გამოცდებისათვის უკეთესად მომზადებაში და საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალურად შეფასებაში, ამავდროულად, გარკვეულწილად მოუხსნის კიდეც წინასაგამოცდო ღელვას, რაც ამ პროცესს ყოველთვის ახლავს თან. კარგად მახსოვს, რა ემოციებთან არის დაკავშირებული ეს პერიოდი, არა მხოლოდ თავად აბიტურიენტისთვის არამედ მთელი ოჯახისთვის და ვეცადე, საკუთარი და ჩემი ახლობლების გამოცდილება გამეთვალისწინებინა ამ პროცესში. იმედი მაქვს, რომ Izrune.ge-ს გულშემატკივრები სრულად შეძლებენ იმ დიდი ძალისხმევისა და შრომის დაფასებას, რაც მე და Izrune.ge-ს მთელმა გუნდმა ჩავდეთ ამ პროექტის შექმნაში,“ - აღნიშნა თიკი ტყეშელაშვილმა.
რეგისტრაციის გავლა უკვე შეგიძლიათ ბმულზე - Izrune.ge რეგისტრაცია. პირველი სავარჯიშო ტესტის გავლა კი 17 მაისს იქნება ხელმისაწვდომი. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე დარეგისტრირების მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობა შეზღუდულია. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით Izrune.ge-ს ცხელ ხაზზე 577 68 32 32.