ბალხოს საჯარო სკოლის პედაგოგი ჰორომსიმე კირაკოსიანი etaloni.ge-მ დააჯილდოვა
05-07-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლის პედაგოგი ჰორომსიმე კირაკოსიანი etaloni.ge-მ სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა, სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.

etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სპეციალური სიგელი მიანიჭა. 

ჰორომსიმე კირაკოსიანი სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული, სკოლისა და მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატებების შესახებ ინფორმაციას აქტიურად გვაწვდის და მოხარულია, რომ ყურადღების მიღმა მის მიერ მოწოდებული არცერთი ინფორმაცია არ დარჩენილა. 

სკოლაში პედაგოგის დაფასება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203