„ბაღებში უნდა შევიტანოთ სამხედრო განათლება“ - პრემიერი
05-07-2023
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგეგმება სამხედრო გაკვეთილების დანერგვა ყველა სკოლაში და ასევე დასძინა, რომ სამხედრო სწავლება ბაღებშიც უნდა შევიდეს.
„მინდა მოგმართოთ ახალგაზრდებს - ჯარის მნიშვნელობა, ჩვენი საამაყო ჯარის როლი საზოგადოების განვითარების საქმეში დიდია და აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების მაღალი ჩართულობა სკოლებიდან; ის კი არა - ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სამხედრო სწავლება... მომავალი თაობები პირადად შეხვდებიან ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას...
ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან... თავდაცვის გაკვეთილები სკოლებში შევიტანეთ - რაც მნიშვნელოვანი გადაწყევტილება იყო; დღითიდღე იზრდება ინტერესი და ეს პროექტი უნდა გავაფართოვოთ - ყველა სკოლაში უნდა შევიდეთ და ბაღებში აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.